"თანახმა ვარ" - ფოტოები სამეფო ქორწილიდან - კვირის პალიტრა

"თანახმა ვარ" - ფოტოები სამეფო ქორწილიდან

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯვარი დაიწერეს. პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიენიჭათ. მათ საკუთარი ნიშნობის შესახებ გასული წლის 27 ნოემბერს განაცხადეს.

უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში ცერემონიას 600 ადამიანი ესწრებოდა: სამეფო ოჯახის წევრები დედოფალ ელისაბედ მეორესთან ერთად, წყვილის მეგობრები და ცნობილი სახეები. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის ქორწილში მოსაწვევი არ მიუღია.

უინძორის სასახლეში 2 500-მდე რიგითი მოქალაქე იყო დაპატიჟებული. ქალაქში 100 000 ადამიანი იყო ჩასული.

პრინცი ჰარი უელსის პრინცის, ჩარლზის უმცროსი ვაჟი და დედოფალ ელისაბედის შვილიშვილია. ტახტის მემკვიდრეების რიგში ის მეექვსე ხაზს იკავებს მამის, უფროსი ძმის უილიამისა და მისი სამი შვილის შემდეგ.

36 წლის მეგან მარკლი პროფესიით მსახიობია.

იხილეთ ვიდეო