ვინ არიან მსოფლიოს წარმატებული ადამიანები, რომლებსაც დიპლომი არ აქვთ - კვირის პალიტრა

ვინ არიან მსოფლიოს წარმატებული ადამიანები, რომლებსაც დიპლომი არ აქვთ

iPhone, რომელიც, სავარაუდოდ, ამ სტატიის კითხვისას ხელში გიჭირავთ ან ჯიბეში გიდევთ და Windows-ის უკანასკნელი ვერსია, რომელიც დესკტოპზე გიყენიათ, იმ ადამიანების მიერ არის გამოგონილი, რომლებსაც უნივერსიტეტი არასდროს დაუმთავრებიათ. დარწმუნებული ვარ სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის შესახებ უკვე გსმენიათ, თუმცა ისინი ერთადერთნი არ არის, ვინც მნიშვნელოვან წარმატებას უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე მიაღწიეს. უდიპლომო წარმტებულ ადამიანებს შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და მწერლებიც კი.

ბრედ პიტი ახლა ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო თავისი კარიერული გზა რომ არ შეეცვალა და მისურის უნივერსიტეტი დიპლომის აღებამდე არ მიეტოვებინა.

ელენ დეჯენერესმა გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი მისთვის არ იყო, უმაღლესი განათლების მიღებას თავი პირველი სემესტრის დასრულებისთანავე დაანება და ახალი ორლეანის უნივერსიტეტიდან გამოვიდა. ამის ნაცვლად ელენმა სწორი მომენტი დაიჭირა და კომედიურ მონოლოგებში მოსინჯა საკუთარი თავი, რის შედეგადაც 1986 წელს ის The Tonight Show-ში გამოჩნდა.

ჯორჯ კლუნიმ თავის დროზე არჩევანი ჟურნალისტიკაზე შეაჩერა და კენტუკის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერებულა და სასწავლებლად ცინცინატის უნივერსიტეტში გადავიდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა თავის ოცნებას გაჰყოლოდა და მსახიობი გამხდარიყო, ამიტომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ადამიანი უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშე დარჩა განაგრძეთ კითხვა