ზურგში სამჯერ ესროლეს - კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი მოკლეს
30-05-2018
ზურგში სამჯერ ესროლეს - კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი მოკლეს
კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ანდრეი ბაბჩენკო მოკლეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, მას უცნობმა პირმა ზურგში სამჯერ ესროლა.
კიევის პოლიციის სამმართველოში ეჭვმიტანილის ფოტორობოტი შეადგინეს. ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ 40-45 წლისაა.

აღნიშნულ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.

ანდრეი ბაბჩენკო მუქარების გამო ერთი წლის წინ საცხოვრებლად რუსეთიდან უკრაინაში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ანდრეი ბაბჩენკო ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდა. მისი წიგნები 16 ენაზე იყო ნათარგმნი და 22 ქვეყანაში გამოცემული. თავისი ოპოზიციური ხედვების გამო
ჟურნალისტი რუსეთში დევნის ობიექტი იყო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით