უცხოელი ელჩები ნიკოლ ფაშინიანის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას გეგმავენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შესაძლოა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
"ასეთი ინიციატივა სომხეთში აკრედიტირებულ რამდენიმე უცხოელ ელჩს ეკუთვნის, რომლებსაც ფაშინიანის ჯგუფის წევრები შეუერთდნენ", - წერს გამოცემა "ჟამანაკი".
გამოცემის ინფორმაციით, ელჩები მიიჩნევენ, რომ "ფაშინიანმა არა მხოლოდ საზოგადოებრივი სტაბილურობა მოუტანა სომხეთს, არამედ შესაძლოა, რეგიონში მშვიდობისა და ტოლერანტობის დამყარების ინიციატორი გახდეს".
"ინტერპრესნიუსი"