გერმანელებს გული შვეიცარიისკენ მიუწევთ - კვირის პალიტრა

გერმანელებს გული შვეიცარიისკენ მიუწევთ

ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის მცხოვრებთა თითქმის ნახევარი მზად არის მოსაზღვრე შვეიცარიის შემადგენლობაში შესასვლელად - მათ ყველაზე მეტად დაბალი გადასახადები იზიდავთ.

გაზეთ ჭელტ-ის ცნობით, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ხაზინას ბავარიისა და ჰესენის ბარდაბარ, ბადენ-ვიურტემბერგიდან შესული ფინანსები ავსებს. სწორედ ბადენ-ვიურტემბერგშია განთავსებული მსოფლიოში ცნობილი კომპანიები - Daimler-ი, BOCSHოსცჰ-ი და სხვ.

ბადენ-ვიურტემბერგის მცხოვრებლები არასოდეს ყოფილან გერმანიის დიდი პატრიოტები. XIX საუკუნის დასაწყისში ისინი ნაპოლეონს ემხრობოდნენ, შემდეგ ავსტრიას უჭერდნენ მხარს პრუსიის წინააღმდეგ, 1871 წელს კი ბისმარკის მიერ შექმნილ გერმანიის იმპერიას შეუერთდნენ, თუმცა ეს მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ გაუკეთებიათ.

WELT-ი აღნიშნავს, რომ სურვილის მიუხედავად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გასვლას და შვეიცარიის შემადგენლობაში შესვლას ბადენ-ვიურტემბერგის მოსახლეობა ვერ შეძლებს. გერმანიის ფედერაციური რესპუბლიკის მთავარი კანონის თანახმად, ნებისმიერი ტერიტორიული ცვლილება მხოლოდ საერთო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებით შეიძლება მოხდეს. ქვეყნის მთავარი კანონის ერთ-ერთი მუხლი "ფედერალურ იძულებას" ითვალისწინებს იმ ტერიტორიული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც რაიმე მიზეზით უარს ამბობენ "ფედერალური ვალის" შესრულებაზე.

ბადენ-ვიურტემბერგის მცხოვრებთა ნახევრის განწყობა ნაწილობრივ შვეიცარიის ულტრაკონსერვატორული სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ინიციატივას ეხმიანება. მათი წინადადებით შვეიცარიის კონსტიტუციაში შეტანილი უნდა იქნას ცვლილებები, რომელიც მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს კონფედერაციაში შესვლის ნებას დართავს. სახალხო პარტიის წევრებს სურთ შვეიცარიის შემადგენლობაში იხილონ არა მარტო გერმანული ბადენ-ვიურტემბერგი, არამედ საფრანგეთის, ავსტრიისა და იტალიის საზღვრისპირა რეგიონები.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი