კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა - კვირის პალიტრა

კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა თავისი ვერდიქტი კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის დამოუკიდებლობის აღიარება "არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს", რაც დარტყმაა ბელგრადისათვის, რომელიც განაგრძობს კოსოვოსთვის ბრძოლას.

შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ სერბეთი მზად არის კოსოვოსთან დაკავშირებით თავისი პოზიცია შეარბილოს ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის სანაცვლოდ.

2008 წელს კოსოვოს მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის საკითხის განხილვა ჰააგის სასამართლოს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაავალა.

გაერომ 27 ქვეყნის აზრი მოისმინა. მათგან თორმეტმა (რუსეთი, ესპანეთი, ჩინეთი, კვიპროსი, არგენტინა, რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოლივია, ბრაზილია, ვენესუელა და ვიეტნამი) არასამართლებრივად ჩათვალა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, დანარჩენებმა (მათ შორის აშშ-მა და დასავლეთის სხვა წამყვანმა ქვეყნებმა) ლეგიტიმურად მიიჩნიეს.

ამ კამათში სიცხადე გაეროს სასამართლოს უნდა შეეტანა. მის ვერდიქტს მხოლოდ სამართლებრივი ხასიათი არ ექნებოდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, სასამართლოს არჩევანი უნდა გაეკეთებინა კანონიერებასა და სტაბილურობას შორის. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ნიშნავდა საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე გარკვეულწილად თანხმობას.

კოსოვოს გადაწყვეტილების კანონგარეშედ გამოცხადებას კი შეეძლო ალბანელებისათვის შეიარაღებული ბრძოლისკენ დაბრუნებაში შეეწყო ხელი. ჰააგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი დასკვნას, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს (მოსამართლეთა ერთადერთი შენიშვნით - "კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება განხილული უნდა იქნეს მოვლენათა კონტექსტში, რომლებმაც ეს გამოიწვია"). აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ კოსოვოს შემთხვევა უნიკალურია და ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პრეცედენტი.

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი