"რომ არა პოლიტიკა, იურისტად ან ადვოკატად ვიმუშავებდი"
06-06-2018
"რომ არა პოლიტიკა, იურისტად ან ადვოკატად ვიმუშავებდი"
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პოლიტიკაში რომ არ წასულიყო, ის ადვოკატად იმუშავებდა. ამის შესახებ მან ჩინეთის მედიაკორპორაციისადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ამიტომ, პრინციპში, იურისტად ან ადვოკატად ვიმუშავებდი", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მუშაობის კიდევ ერთი ალტერნატიული სფერო შესაძლოა დაზვერვა გამხდარიყო.
"მე საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვაშიც ვმუშაობდი, მე ეს პროფესიაც მაქვს", - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ზიანს მიაყენებს მათ, ვინც ამ სანქციების
ინიცირება მოახდინა.

"ნელ-ნელა სანქციების მოხსნა მოხდება, ხოლო რუსეთის ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალიზდება. რაიმე სანქციების ან შეზღუდვების არსებობა ჩვენ არ გვაოცებს, ეს ჩვენ არ გვაშინებს და არასოდეს გვაიძულებს უარი ვთქვათ განვითარების დამოუკიდებელ და სუვერენულ გზაზე", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის იმ
მოცულობიდან გამომდინარეობს, რომ "რუსეთი ან სუვერენული იქნება ან საერთოდ არ იარსებებს".

"ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მაგრამ გვესმის, რომ ჩვენ პარტნიორებს ამ სანქციებითა და შეზღუდვებით ჩვენი განვითარების შეკავება სურთ. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გამოუვათ", - დასძინა რუსეთის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით