აზერბაიჯანში, მიწისძვრის გამო, საავადმყოფოებს დახმარებისთვის 31-მა ადამიანმა მიმართა - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანში, მიწისძვრის გამო, საავადმყოფოებს დახმარებისთვის 31-მა ადამიანმა მიმართა

აზერბაიჯანში, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოებს საერთო ჯამში 31-მა ადამიანმა მიმართა. ასევე აღსანიშნავია, რომ მიწისძვრისას ძლიერი სტრესის გამო 63 წლის მოქალაქეს ინფარქტი დაემართა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"