ლონდონის ცენტრში გაჩენილ ხანძარს 120 მეხანძრე აქრობს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ლონდონის ცენტრში გაჩენილ ხანძარს 120 მეხანძრე აქრობს (ვიდეო)

ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ პრესტუჟულ უბანში, ნაითსბრიჯზე, სასტუმრო „Mandarin Oriental“-ის სახურავზე ძლიერი ხანძარია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 20 სახანძრო მანქანა და 120 მეხანძრე ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის სასტუმროსკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტილია.