"ტრამპი აზრიანი ადამიანია"
09-06-2018
"ტრამპი აზრიანი ადამიანია"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი მოსალოდნელი შეხვედრა კონსტრუქციული იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ Россия 24-ისვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სრულად დღეს გამოქვეყნდება.

„ის აზრიანი ადამიანია, შეუძლია მოსმენა და მოსაუბრის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე რეაგირებს. ყველაფერი ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ დიალოგი კონსტრუქციული იქნება“ , - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ საგარეო უწყება აწარმოებს მოსამზადებელ სამუშაოებს რუსეთისა და შეერთებული შტატების
ლიდერების შეხვედრისთვის. მისი თქმით, ამერიკული მხარე ამ საკითხში სოლიდარობას ავლენს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით