"ახლა ბურთი აშშ-ს მოედანზეა" - ტრამპისა და პუტინის შეხვედრის სავრაუდო ადგილი დასახელდა
09-06-2018
"ახლა ბურთი აშშ-ს მოედანზეა" - ტრამპისა და პუტინის შეხვედრის სავრაუდო ადგილი დასახელდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკანასკნელი სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი შეხვედრის ჩატარების ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად ავსტრიის დედაქალაქი ვენა დაასახელეს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხდა.

"მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქებზე მსჯელობა. უკანასკნელი სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი იმასაც შეეხო, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლოა ვენაში გაიმართოს", - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, რაიმე კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ აშშ-ს
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეასრულებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას ეხება. ამის შესახებ პუტინმა ტელეარხ "როსია 1"-ს განუცხადა.

პუტინის თქმით, ტრამპი საკუთარ პოლიტიკაში ასრულებს იმ დაპირებებს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა.

"ერთ-ერთი ასეთი დაპირება რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესება იყო. იმედი მაქვს, რომ ესეც
შესრულდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ - ბურთი აშშ-ს მოედანზეა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით