როგორ აფასებს ვალიდიმერ პუტინი "დიდ რვიანში" დაბრუნების პერსპექტივებს
როგორ აფასებს ვალიდიმერ პუტინი  "დიდ რვიანში" დაბრუნების პერსპექტივებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის "დიდ რვიანში" დაბრუნების პერსპექტივები შეაფასა. მისი თქმით, რუსეთს არ დაუტოვებია აღნიშნული ჯგუფი და "დიდი შვიდეულის" ლიდერებს მოსკოვში ელის. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"რაც შეეხება რუსეთის დაბრუნებას "დიდ შვიდეულში", "დიდ რვიანში", ჩვენ არ დაგვიტოვებია და არ გამოვსულვართ ამ ჯგუფიდან. თავის დროზე ცნობილი მიზეზების გამო ჩვენი კოლეგები მოსკოვში არ ჩამოვიდნენ ჯგუფის სამიტზე. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ისინი მოსკოვში ვიხილოთ", - განაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სახეზეა შიდა პრობლემების არსებობა "დიდი შვიდეულის" ჯგუფის წევრებს შორის.

8 ივნისს კანადაში "დიდი შვიდეულის"სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა გახდეს "დიდი რვიანის" წევრი. "ეს იყო "დიდი რვიანი", ვინაიდან რუსეთი იქ იყო. მე მიყვარს
ჩვენი ქვეყანა. იცით, რომ რუსეთის კოშმარი ვიყავი. თუმცა, რუსეთი უნდა იყოს ამ შეხვედრაზე. რატომ ვატარებთ ამ სამიტს რუსეთის გარეშე? გარდა ამისა, რუსეთი "დიდ რვიანში" უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის გარიცხული იყო. ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

"დიდი შვიდეული" (G-7) ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გაერთიანებაა. რუსეთი მისი წევრი 1998 წელს გახდა, თუმცა 2014 წელს ყირიმის მოვლენების შემდეგ ამ გაერთიანებიდან გაირიცხა.
"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები