პარიზის ერთ-ერთ უბანში მამაკაცმა მძევლები აიყვანა - კვირის პალიტრა

პარიზის ერთ-ერთ უბანში მამაკაცმა მძევლები აიყვანა

პარიზის ერთ-ერთ უბანში მამაკაცმა მძევლები აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ორსული ქალიცაა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, მძევლად ორი პირია აყვანილი. პარიზის პოლიციამ აღნიშნული ინციდენტი დაადასტურა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა, ამბობს, რომ შეიარაღებულია და ბომბი აქვს. ამ ეტაპზე პოლიცია ინციდენტს ტერაქტს არ უკავშირებს.

"ინტერპრესნიუსი"