დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი დააპატიმრეს - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი დააპატიმრეს

ამერიკაში ფედრალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

"ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა გირაოსთან დაკავშირებული პირობები პოლ მანაფორტისთვის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გარკვეულ დროს, სისხლის სამართლის საქმის განხილვის მოლოდინში, საპატიმროში გაატარებს", - წერს სააგენტო.

მოსამართლე ემი ბერმანმა შესაბამისი გადაწყვეტილება პროკურორების ბრალდების შედეგად მიიღო, რომლის თანახმად, მანაფორტი და მისი თანამოაზრე ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

სასამართლო სხდომა მანაფორტის საქმეზე სექტემბრისთვის დაინიშნა. 2017 წლის 30 ოქტომბერს მანაფორტისა და მისი პარტნიორის, რიჩარდ გეითის წინააღმდეგ გამოქვეყნდა 12 პუნქტისგან შემდგარი ბრალდება, რომელიც გულისხმობს ფულის გათეთრებას, გადასახადების გადაუხდელობას, თაღლითობას და უცხოურ დაწესებულებაში რეგისტრაციის გარეშე ლობისტად მუშაობას.

"ინტერპრესნიუსი"