ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს? - რას წერს სომხური მედია
16-06-2018
ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს? - რას წერს სომხური მედია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კანონმდებლობის მიღების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა "ჟამანაკი" წერს.

"ნიკოლ ფაშინიანს სექტემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტში ამ დღეებში შევა, კენჭისყრაზე კი მას 15 ივლისამდე გაიტანენ. ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს", - წერს გამოცემა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ფაშინიანს სურს, რომ საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ.
"თუ ორჯერ ზედიზედ პრემიერობის კანდიდატი არ დასახელდება, ეს გამოიწვევს პარლამენტის ავტომატურ დათხოვნას, რის შემდეგაც სექტემბერში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება", - აცხადებს გამოცემის წყარო.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით