კალიფორნიაში უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვეს
16-06-2018
კალიფორნიაში უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვეს
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა. კანონის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც 6 თვეზე დიდხანს ვეღარ იცოცხლებენ, სასიკვდილო პრეპარატების მიღება შეუძლიათ.

"ეს გადაწყვეტილება ცხოვრებას შეუმსუბუქებს ზოგიერთ პაციენტს, მათ ოჯახებსა და ექიმებს", - განაცხადა კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ხავიერ ბესერამ.

კალიფორნიის გარდა ევთანაზია უკვე ლეგალიზებულია ვაშინგტონის, ორეგონის, ვერმონტის, მონტანას, კოლორადოსა და ჰავაის შტატებში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით