მოსკოვის ცენტრში ტაქსის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
16-06-2018
მოსკოვის ცენტრში ტაქსის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
მოსკოვის ცენტრში ტაქსის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის მექსიკის ეროვნული ნაკრების ორი გულშემატკივარი.

არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა, ყირგიზეთის მოქალაქემ, მანქანის მართვის კონტროლი დაკარგა. პოლიციამ ის დააკავა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამ ეტაპზე ტერაქტის ვერსია არ განიხილება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით