კიევში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ მარშზე, სამართალდამცველებსა და ნაციონალისტური აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა
17-06-2018
კიევში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ მარშზე, სამართალდამცველებსა და ნაციონალისტური აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა
კიევში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ თანასწორობის მარშზე, სამართალდამცველებსა და ნაციონალისტური ორგანიზაციების აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა.

ნაციონალისტური ორგანიზაციები აღნიშნული მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.

როგორც კიევის პოლიციაში განაცხადეს, აღნიშნული შეტაკების შედეგად ხუთი პოლიციელია დაშავებული. სამართალდამცველებმა 57 ადამიანი დააკავეს.

"დილის 06:00 საათზე 200-მა ადამიანმა ქუჩა გადაკეტა, რათა მარში არ ჩატარებულიყო. ამიტომაც პოლიციამ ზომები მიიღო ქუჩის გასახსნელად", - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა.

ნაციონალისტური ორგანიზაციების აქტივისტებმა უარი განაცხადეს ქუჩა გაეთავისუფლებინათ. შედეგად, პოლიციამ ისინი ქუჩიდან გაიყვანა, რის შედეგადაც
მათ შორის ჩხუბი მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით