"დასავლეთს 24 ივნისს ერდოღანის მარცხის ნახვა სურს, მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ?"
18-06-2018
"დასავლეთს 24 ივნისს ერდოღანის მარცხის ნახვა სურს, მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ?"
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ამომრჩევლებს მოუწოდა, 24 ივნისს არჩევნებზე მივიდნენ და მას დაუჭირონ მხარი. ამის შესახებ გამოცემა "ჰურიეთი" წერს.

"დასავლეთი 24 ივნისის არჩევნებს ელოდება. რისი ნახვა სურთ მათ? - ერდოღანის მარცხის. მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ? მე მჯერა, რომ თქვენ მათ ამ გაკვეთილს ჩაუტარებთ", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა სტამბოლში მრავალათასიან წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე 24 ივნისს პრეზიდენტობისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ("სამართლიანობისა და განვითარების პარტია"), მუჰარემ
ინჯე ("სახალხო-რესპუბლიკური პარტია"), სელაჰატინ დემირთაში ("ხალხთა დემოკრატიის პარტია"), მერალ აქშენერი ("კარგი პარტია"), თემელ ქარამოლაოღლუ ("ბედნიერების პარტია") და დოგუ პერინჩეკი ("სამშობლო") იბრძოლებენ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თურქეთში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით