აშშ-ში ორი ამერიკელი რეპ-შემსრულებელი ჩაცხრილეს
აშშ-ში ორი ამერიკელი რეპ-შემსრულებელი ჩაცხრილეს
აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში ამერიკელი რეპ-შემსრულებელი ტრეივონ სმარტი, მეტსახელად Jimmy Wopo ჩაცხრილეს. ამის შესახებ ტელეარხი CBS იუწყება.

მისი ინფორმაციით, 21 წლის რეპერი ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც მას სხვა ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც Jimmy Wopo-ს და მის თანხმლებ პირს ცეცხლი გაუხსნეს.

ორივე მამაკაცი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს. მოგვიანებით Jimmy Wopo-ს მენეჯერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რეპერი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მისი თანმხლები პირის მდგომარეობა კი სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს
კიდევ ერთი რეპერი, 20 წლის ჯაჰსეჰ დუეინ ონფროი, მეტსახელად XXXtentacion მაიამიში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. რეპერი მოტოციკლეტების ბაზრობას ტოვებდა, როდესაც მას დაუდგენელმა პირმა ესროლა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები