აშშ-ში ორი ამერიკელი რეპ-შემსრულებელი ჩაცხრილეს - კვირის პალიტრა

აშშ-ში ორი ამერიკელი რეპ-შემსრულებელი ჩაცხრილეს

აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში ამერიკელი რეპ-შემსრულებელი ტრეივონ სმარტი, მეტსახელად Jimmy Wopo ჩაცხრილეს. ამის შესახებ ტელეარხი CBS იუწყება.

მისი ინფორმაციით, 21 წლის რეპერი ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც მას სხვა ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც Jimmy Wopo-ს და მის თანხმლებ პირს ცეცხლი გაუხსნეს.

ორივე მამაკაცი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს. მოგვიანებით Jimmy Wopo-ს მენეჯერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რეპერი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მისი თანმხლები პირის მდგომარეობა კი სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს კიდევ ერთი რეპერი, 20 წლის ჯაჰსეჰ დუეინ ონფროი, მეტსახელად XXXtentacion მაიამიში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. რეპერი მოტოციკლეტების ბაზრობას ტოვებდა, როდესაც მას დაუდგენელმა პირმა ესროლა.