გამოკითხულთა 51%-ს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ რუსეთის სათავეში კვლავ პუტინი დარჩეს - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა 51%-ს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ რუსეთის სათავეში კვლავ პუტინი დარჩეს

რუსეთში გამოკითხულთა 51%-ს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში კვლავ ვლადიმერ პუტინი დარჩეს.

"ლევადა-ცენტრის" გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2024 წლის შემდეგ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენას მხოლოდ 27% არ ემხრობა.

ამასთან, რესპოდენტთა 57% ამბობს, რომ ქვეყანაში მასშტაბური ცვლილებების ხილვა სურს, 30% კი დარწმუნებულია, რომ სამთავრობო გადაადგილებებით არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება.

გამოკითხვა 24-30 მაისს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 1600-მა ადამიანმა მიიღო.

ცდომილების ზღვარი 3-4%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს, ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას კი რუსეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"