საფრანგეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელის ხიდიდან გადაგდებას აპირებდა
20-06-2018
საფრანგეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელის ხიდიდან გადაგდებას აპირებდა
საფრანგეთის ქალაქ ტურის პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა, რომელიც გამვლელს ხიდიდან გადაგდებას უპირებდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. „დანით შეიარაღებული მამაკაცი ცდილობდა გამვლელებს თავს დასხმოდა. მან მოახერხა ერთი ადამიანის დაჭერა, რომელსაც მოაჯირიდან გადაგდებას უპირებდა“. - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამაკაცი დაახლოებით 30 წლისაა. მისი ქმედების მოტივი ამ დროისთის უცნობია. თუმცა, პორტალი „ფრანსინფო“ წერს, რომ გამვლელის დაკავებამდე ის ყვიროდა „ალაჰ აქბარ“ და პოლიციელებს მოუწოდებდა, მისთის ესროლათ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით