რატომ წაუყენა ისრაელის პროკურატურამ ბრალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ცოლს? - კვირის პალიტრა

რატომ წაუყენა ისრაელის პროკურატურამ ბრალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ცოლს?

ისრაელის პროკურატურამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლე სარა ნეთანიაჰუს თაღლითობასა და გაფლანგვაში ბრალი წაუყენა.

გამოძიების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მზარეული მუშაობდა, სარა ნეთანიაჰუ საკვებს ძვირადღირებული რესტორნებიდან უკვეთავდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 96 ათასი დოლარი დაუჯდა.

ნეთანიაჰუს ოჯახმა ბრალდებას აბსურდული უწოდა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდება უსაფუძვლოდ იქნება აღიარებული.

სარა ნეთანიაჰუსთან ერთად საქმეზე ბრალი პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსის მოადგილე ეზრა საიდოვსაც წაუყენეს.

"ინტერპრესნიუსი"