რატომ წაუყენა ისრაელის პროკურატურამ ბრალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ცოლს?
21-06-2018
რატომ წაუყენა ისრაელის პროკურატურამ ბრალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ცოლს?
ისრაელის პროკურატურამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლე სარა ნეთანიაჰუს თაღლითობასა და გაფლანგვაში ბრალი წაუყენა.

გამოძიების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მზარეული მუშაობდა, სარა ნეთანიაჰუ საკვებს ძვირადღირებული რესტორნებიდან უკვეთავდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 96 ათასი დოლარი დაუჯდა.

ნეთანიაჰუს ოჯახმა ბრალდებას აბსურდული უწოდა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდება უსაფუძვლოდ იქნება აღიარებული.

სარა ნეთანიაჰუსთან ერთად საქმეზე ბრალი პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსის მოადგილე ეზრა საიდოვსაც წაუყენეს.

"ინტერპრესნიუსი"
Vagifa
24 ივნისი 2018 23:09
15 sutka kamerashi da misi jani, meorejer agar gaaketebs :)
Eg ari saqme ebraeli ebraelebs paravdes? Arascoria zmao :)
000
22 ივნისი 2018 11:08
ეს წყვილი დიდი ხანია სალაპარაკოა, ისი ბევრჯერ არიან მხილებულები სკანდალებში

რედაქტორის რჩევით