კანადის პრემიერ-მინისტრი არადეკლარირებული მზის სათვალისთვის დააჯარიმეს - კვირის პალიტრა

კანადის პრემიერ-მინისტრი არადეკლარირებული მზის სათვალისთვის დააჯარიმეს

კანადის პარლამენტის სადამკვირვებლო ორგანომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო არადეკლარირებული მზის სათვალისთვის დააჯარიმა.

ტრიუდომ მზის სათვალე ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორისგან საჩუქრად მიიღო. ვინაიდან სათვალის ღირებულება 200 დოლარს აჭარბებდა, ტრიუდოს ის დეკლარაციაში უნდა შეეტანა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ეს არ გააკეთა.

ჯარიმამ 100 დოლარი შეადგინა.

ტრიუდოს პრესმდივნის ელეანორა კატენაროს თქმით, პრემიერ-მინისტრმა დეკლარაციის ფორმა არასწორად შეავსო.