არჩევნების შემდეგ ჩემს სავარძელს აუქციონზე გავიტან - კვირის პალიტრა

არჩევნების შემდეგ ჩემს სავარძელს აუქციონზე გავიტან

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი დღევანდელი არჩევნების შემდეგ, საკუთარი სავარძლის აუქციონზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ მან ხმის მიცემის შემდეგ ხუმრობით განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლის შემდეგ, მისი თანამდებობა გაუქმდება.

„დაე, ეს არჩევნები ხალხისა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ იქცეს. თურქეთი ახალი ჰორიზონტისკენ მიდის და კვლავ განაგრძობს თავის გზას. ჩემი სავარძელი კი მე დამრჩება. მას აუქციონზე გავიტან“, - განაცხადა ილდირიმმა.

თურქეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"