წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიპ ერდოღანი ლიდერობს
24-06-2018
წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიპ ერდოღანი ლიდერობს
ამ დროისთვის დათვლილი ხმების რაოდენობის მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters.

ამ მომენტისთვის დათვლილია არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%, საიდანაც ერდოღანმა 58% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ - 27,5 %.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამომრჩეველთა ხმების 10,25 %-ის დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ 53,03% -იანი მხარდაჭერა ერდოღანის პარტიამ მიიღო, თუმცა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შედეგები მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს, რადგან ხმების ნახევარზე
მეტი კვლავ დასათვლელია.
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ერდოღანმა 18 აპრილს გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით