"აშშ-ში არალეგალურად ჩამოსულები დაუყოვნებლივ უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ"
25-06-2018
"აშშ-ში არალეგალურად ჩამოსულები დაუყოვნებლივ უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ"
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში არალეგალურად ჩასული პირები დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებარონ დეპორტირებას, ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. როდესაც ვინმე ჩამოდის არალეგალურად, დაუყოვნებლივ, მოსამართლეების ან სასამართლო პროცესის გარეშე უნდა დავაბრუნოთ ისინი იქეთ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ჩვენი სისტემა კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის დაცინვაა. ეს სისტემა უსამართლოა მათთვის, ვინც ლეგალურ პროცედურებს გადის და თავის რიგს ელოდება წლების განმავლობაში“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის აღნიშნული განცხადება
უფლებადამცველებმა და საიმიგრაციო საკითხებზე მომუშავე ადვოკატებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ეს არღვევს აშშ-ს კონსტიტუციის დებულებებს სამართალწარმოებაზე.

აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აშშ-ს საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის დაკავებული პირებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების ერთმანეთისგან დაშორების პრაქტიკის შეჩერება მოხდა.
giorgi
26 ივნისი 2018 02:43
ნახევარი მსოფლიო ლტოლვილებად აქციეს და არალეგალების მიღებაც არ უნდათ

რედაქტორის რჩევით