თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ თურქეთის საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა ხმათა 52%-ზე მეტი მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა კი მხოლოდ 30%.

გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერდოღანმა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის დღე და ღამე იმუშავებს. ამასთან, ბლოკმა "სახალხო ალიანსი", რომელშიც ერდოღანის "სამართლიანობის და განვითარების პარტია" და "ნაციონალისტური მოძრაობის პარტია" არიან გაერთიანებული, ქვეყნის პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღო.

რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში გუშინ ჩატარდა.