"სამწუხაროდ, იძულებული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, იძულებული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის"

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, რაც აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემაწესთან ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, იძულებული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. მე ამაზე საჯაროდ არაერთხელ მითქვამს და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო: მივიჩნევ, რომ ეს დიდწილად თვით აშშ-ში მწვავე შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგია", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჯონ ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"თქვენი მოსკოვში ვიზიტი იმედს გვაძლევს, რომ შევძლებთ თუნდაც პირველი ნაბიჯები გადავდგათ სრული ფორმატის ურთიერთობების აღდგენის კუთხით. რუსეთს არასოდეს სურდა კონფრონტაცია", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"