ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თურქეთში 12 ადამიანი დააკავეს
ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თურქეთში 12 ადამიანი დააკავეს
თურქეთში, ქალაქ იზმირის სასამართლომ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 12 ადამიანი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, გასულ ხუთშაბათს, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის მუხარემ ინჯეს მრავალათასიან მიტინგზე დაკავებული პირები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ თურქეთის პრეზიდენტს. გარდა ამისა, ისინი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით კი შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. დაკავებულებს მაღალი თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის წაუყენეს ბრალი.

თურქეთის კანონმდებლობა პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ფულად ჯარიმას ან 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს. ოპოზიცია თურქეთის ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ აღნიშნული პირების დაკავება შემდეგომში მათი რეპრესიისთვის გამოიყენება, ვინც ერდოღანის პოლიტიკას არ ეთანხმება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები