"ვნახოთ თუ რა მოხდება" - რას ამბობს დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებაზე
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღიად დატოვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარების საკითხი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება.
საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, მიიღებს თუ არა აშშ რუსეთის პრეტენზიებს ყირიმის ტერიტორიაზე, რასაც დონალდ ტრამპმა უპასუხა: "ვნახოთ თუ რა მოხდება".
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 16 ივლისს ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.
"მე მას ყველაფერზე ვესაუბრები. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაზე, სირიაზე, არჩევნებში ჩარევაზე", - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ ყირიმის ანექსიის ცნობას არ აპირებს.
"ინტერპრესნიუსი"