მორიგი თამამი გაქცევა - ვინ არის ფრანგი რეციდივისტი, რომელიც ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა
02-07-2018
მორიგი თამამი გაქცევა - ვინ არის ფრანგი რეციდივისტი, რომელიც ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა
ქურდობაში ბრალდებულმა და რეციდივისტმა რედუან ფაიდიმ საფრანგეთის ციხიდან კიდევ ერთი თამამი გაქცევა მოაწყო. ის ციხიდან კვირას, გრინვიჩის დროით 09:20 წუთზე გაიქცა.

როგორც საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოები იუწყებიან, 46 წლის დამნაშავე სენა და მარნას დეპარტამენტში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერტმფრენით გაიქცა. ციხის ეზო ზემოდან ბადით არ იყო დაფარული. როგორც საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მას სამი შეიარაღებული მამაკაცი ეხმარებოდა. ყურადღების გადატანის მიზნით, ციხის კართან სამი შეიარაღებული ადამიანი მივიდა და ფაიდთან შეხვედრა
მოითხოვა. ბალაკლავით სახედაფარულმა ორმა დამნაშავემ შეხვედრების ოთახისკენ გზა კვამლის ბომბებით გაიკვლია, სადაც ფაიდი თავის ძმას ხვდებოდა.

სწორედ ამ დროს ციხის ეზოში ვერტმფრენი დაეშვა, რომელშიც მესამე დამნაშავე და ვერტმფრენის პილოტი ისხდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვერტმფრენის პილოტი მძევლად ჰყავდათ აყვანილი. პილოტი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია, ის საავადმყოფოში
შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. დამნაშავეებმა ფაიდი შეხვედრების ოთახიდან გაიყავნეს და მასთან ერთად ვერტმფრენით გაფრინდნენ. გაქცევის მთლიანი სქემის განხორციელებას რამდენიმე წუთი დასჭირდა. ოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა ვერტმფრენი მეზობელ მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს.

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ციხიდან გაქცეული დამნაშავე ვიპოვოთ", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სამძებრო სამუშაოებში ფრანგული პოლიციის დაახლოებით 3000 თანამშრომელია ჩართული. გაგრძელება
###
03 ივლისი 2018 12:12
ციხის კედელში ჩააშენონ...რაღად უნდა ასეთს გასამართლება

რედაქტორის რჩევით