ტრამპი: "მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით"

მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მისი ქმედებების წყალობით ვაშინგტონი ფხენიანთან ომის ზღვარზე არ იმყოფება.

"ჩრდილოეთ კორეასთან კარგი საუბარი გვქონდა. ყველაფერი კარგად მიდის. ამავდროულად არ ხდება რაკეტების გაშვება და ბირთვული გამოცდები ბოლო 8 თვის განმავლობაში. მთელი აზია აღფრთოვანებულია. მხოლოდ ოპოზიციური პარტია, რომლის ნაწილი "ფეიკ ნიუსებია" , ჩივის. რომ არა მე, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით", - დაწრა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.