კოსოვო მაგალითი არ უნდა გახდეს - კვირის პალიტრა

კოსოვო მაგალითი არ უნდა გახდეს

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რამაც გააოგნა სერბები და იმის შიშიც გააჩინა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მთელ მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობები წააქეზოს.

ყველა დარწმუნებული იყო, რომ სასამართლო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა და სერბებსა და ალბანელებს საკუთარი ინტერპრეტაციის საშუალებას დაუტოვებდა. ამის ნაცვლად მოსამართლეთა არასავალდებულო რჩევა აშკარად უფრო ალბანელების მხარდამჭერი აღმოჩნდა. შედეგი სერბეთისთვის კატასტროფულია. რეალურად ამ ფაქტმა სერბების კამპანია, რომლის მიზანიც საერთაშორისო სამართლის გამოყენებით თავისი ყოფილი პროვინციის სერბეთის დაქვემდებარებაში დაბრუნება იყო, გაცამტვერებულია.

სერბები აღშფოთებულნი და დამცირებულები არიან. ისინი კოსოვოს დღესაც თავისი ისტორიული რეალობის განუყოფელ  ნაწილად მიიჩნევენ, მაგრამ რეგიონის უმეტესმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა. ყველას ახსოვს სერბეთის მმართველობის წარსულის პირქუში წლები, ალბანელების ამბოხი, სასტიკი რეპრესიები, იარაღით ვაჭრობა, გაქცეული ლტოლვილები... როგორიც უნდა იყოს შეშფოთება სეპარატისტული მოძრაობების გამო, ყველას მაინც მშვიდობა ურჩევნია.

მას შემდეგ, რაც ნატომ 10 წლის წინ სერბეთის მთავრობა გააძევა, ამ ნაომარ მიწაზე სტაბილურობა  ძლივს დამყარდა. ეს უსიტყვო თანხმობა უნდა გაითვალისწინონ იმათ, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სეპარატისტულ ჯგუფებს ყველგან ფართო გზას აძლევს - დღეს კოსოვოს აღიარება ხვალ სამხრეთ ოსეთის აღიარებას ნიშნავს და მალე უამრავი ჯუჯა სახელმწიფოს გაჩენას. ამ აზრში მიმალულ პესიმიზმს ან წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს.

"ინდეპენდენტი", დიდი ბრიტანეთი