ისრაელი უარზეა - კვირის პალიტრა

ისრაელი უარზეა

კაიროში გაიმართა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი, რომელზეც განიხილეს ისრაელსა და პალესტინას შორის

მშვიდობიანი დიალოგის დაწყების ფორმატი. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ვაშინგტონმა გააძლიერა ზეწოლა პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასზე და მოსთხოვა, ისრაელთან 2008 წელს შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლება.

არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ არ გაიზიარა ეს იდეა და მხარი დაუჭირა მაჰმუდ აბასის პოზიციას, რომლის თანახმად, პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებამდე ისრაელმა უნდა აღიაროს პალესტინელთა უფლება საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე 1967 წლის საზღვრებში. პირდაპირი მოლაპარაკების იდეა შევიდა ჩიხში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა პალესტინის მხარის მოთხოვნებს "მიუღებელი" უწოდა.

"კომერსანტი", რუსეთი