რუსეთისადმი უნდობლობის ათი მიზეზი - კვირის პალიტრა

რუსეთისადმი უნდობლობის ათი მიზეზი

რუსეთის ამჟამინდელმა რეჟიმმა დაამტკიცა, რომ სრულიად არასაიმედო პარტნიორია. მაგრამ პრეზიდენტ ობამას სურს, სენატმა დაჩქარებული წესით დაამტკიცოს კრემლთან დადებული ბირთვული ხელშეკრულება. ხელშეკრულების რატიფიცირება უაზროა. ამის დამამტკიცებელი ათი მიზეზი არსებობს:

1. წლების განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულება შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით.

2. დასავლეთი რუსეთისთვის კვლავ უპირველეს საფრთხედ რჩება. რუსეთს აშშ და ნატო თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიაჩნია.

3. ეხმარება ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. ამერიკის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი არღვევდა შეთანხმებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე. სარაკეტო ტექნოლოგიებს აწვდიდა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან აშშ-სა და მის მოკავშირეებს.

4. რუსეთი აგრძელებს თავისი ბირთვული არსენალის გაძლიერებას. 2009 წელს რუსეთმა განახორციელა სამხედრო სწავლება პოლონეთზე ბირთვული თავდასხმის იმიტაციით.

5. რუსეთი არ იცავს სხვა ხელშეკრულებებსაც. აშშ-ს მიაჩნია, რომ ის არ ასრულებს კონვენციის მოთხოვნებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვაზე.

6. რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, არაერთხელ დაარღვია თავისი დაპირება საქართველოსა და მოლდავეთიდან ჯარების გაყვანაზე. 2008 წელს საქართველოში შეჭრით მან დაარღვია ევროპული უსაფრთხოების წესები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობს. რუსეთმა უარყო ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმება, რომლითაც აღიარებულია ევროპული საზღვრების უსაფრთხოება. მოსკოვმა დაარღვია სუვერენიტეტი იმ ქვეყნისა, რომელიც ნატოში შესვლისკენ ისწრაფვის და ევროსაბჭოს წევრია.

7. რუსეთი აგრესიულად რეაგირებს თავდაცვით ზომებზე. აშშ-ის გეგმების საპასუხოდ - შეექმნა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ირანის მხრიდან სარაკეტო საფრთხისგან დასაცავად, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავის რაკეტებს მიმართავს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ.

8. რუსეთს კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან - "ჰამასთან" და "ჰესბოლაჰთან", აგრეთვე სამხედრო და დიპლომატიურ დახმარებას უწევს ანტიამერიკულ ქვეყნებს, როგორებიც არის სირია, ირანი და ვენესუელა.

9. რუსეთი ბუნებრივ გაზს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

10. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველობის მოდელი სულ უფრო ავტორიტარული ხასიათისა ხდება.

"ჰერიტიჯ ფოუნდეისჰენ", აშშ