პრემიერი კი გადადგა, მაგრამ... - კვირის პალიტრა

პრემიერი კი გადადგა, მაგრამ...

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჩონ უნ ჩჰანი მას შემდეგ გადადგა, რაც ვერ შეაჩერა დედაქალაქ სეულიდან  ზოგიერთი სამინისტროს გადატანა

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ სეჯონში გადატანის გადაწყვეტილებას. წინა მთავრობის მიერ მიღებულ გეგმას არც პრეზიდენტმა ლი მენ ბაკმა დაუჭირა მხარი - მან ის ფულის უაზრო ხარჯვად მიიჩნია.

პარლამენტის მიერ მოწონებული გეგმის თანახმად, სეული კვლავ ქვეყნის დედაქალაქი იქნება, იქ დარჩება პრეზიდენტის ცისფერი სასახლე, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და რამდენიმე სხვა სამინისტრო.

ფიქრობენ, რომ სამთავრობო დაწესებულებების სხვა ადგილზე გადატანა ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას, მოაგვარებს სეულში თავისუფლად მგზავრობას.

ქვეყნის პრეზიდენტმა ჯერჯერობით, არ მიიღო პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაგომის თაობაზე...

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი