ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინის პირადი თვითმფრინავი შენიშნეს - კვირის პალიტრა

ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინის პირადი თვითმფრინავი შენიშნეს

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის პირადი თვითმფრინავი შენიშნეს. სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა ვლადივოსტოკის აეროპორტში სამი საათის განმავლობაში დაჰყო, შემდეგ კი ფხენიანში დაბრუნდა.

თვითმფრინავის ბორტზე კიმ ჩენ ინის ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Yonhap-ი წერს, რომ თვითმფრინავით, შესაძლოა, რუსეთში ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსნები ჩასულიყვნენ, რომლებიც კიმ ჩენ ინის ვიზიტის მომზადებაზე მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"