მსახიობი ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა - კვირის პალიტრა

მსახიობი ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა

კუნძულ სარდინიაზე ავარიის შედეგად დაშავებული მსახიობი ჯორჯ კლუნი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, შემთხვევა დასახლებულ პუნქტ კოსტა-კორალინაში მოხდა, სადაც მსახიობის სკუტერი ავტომობილს შეეჯახა. ავარიის სხვა დეტალები უცნობია.

ახლა ჯორჯ კლუნი ქალაქ ოლბიას სასწრაფო დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.