"ძვირფასო პრეზიდენტო, დააფასე შენი მოკავშირეები, რომელთა რიცხვი არც თუ ისე დიდია"
"ძვირფასო პრეზიდენტო, დააფასე შენი მოკავშირეები, რომელთა რიცხვი არც თუ ისე დიდია"
ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა. შესაბამისი განცხადება ევროპის საბჭოს საიტზე გამოქვეყნდა.

"ძვირფასო პრეზიდენტო! ამერიკას არ ჰყავს და არც ეყოლება ევროპაზე უკეთესი მოკავშირე. დღეს ევროპელები თავდაცვაზე ხარჯავენ იმდენს, რამდენსაც ჩინეთი და რამდენჯერმე მეტს, ვიდრე რუსეთი. და თქვენ უსათუოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ინვესტიცია ამერიკისა და ევროპის ერთობლივ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, რასაც თავდაჯერებით ვერ ვიტყვით რუსეთისა და ჩინეთის ხარჯებზე.

ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშირეები, რომელთა
რიცხვიც არც თუ ისე დიდია. ძვირფასო ევროპა, დახარჯე მეტი შენს თავდაცვაზე, ვინაიდან ყველა სცემს პატივს ისეთ მოკავშირეს, რომელიც კარგად არის მომზადებული და აღჭურვილი", - ნათქვამია ტუსკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის თავდაცვითი ხარჯები ნატო-ს სხვა წევრების ხარჯებს რამდენჯერმე აღემატება.



Lado
14 ივლისი 2018 18:08
Eg martalia amerikas trampis msgavsi prezidenti ar yolia aqamde da albat agarc momavalshi eyoleba ))
Gigi
14 ივლისი 2018 14:31
asea tu ise globalurad politikuri urtiertobebi kidev ufro gartulebuli da gaurkvevelia. Amgvarad iseti qveynisatvis rogoric saqartveloa shesazloa rtuli agmochndes mistvis xelsayreli politikuri orientirebis shercheva.
თემური
14 ივლისი 2018 12:09
Alex-ს რაც შენ დაწერე ერთი-ერთში იმეორებს მემარცხენე რადიკალი ლიბერალების ნარატივს,ტრამპის ნაირი პრეზიდენტი არასოდეს ყოლია აშშ_ს!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები