ლონდონში აქტივისტებმა გასაბერი ბუშტი გაუშვეს, რომელიც ტრამპს განასახიერებს - რას პასუხობს პრეზიდენტი?
13-07-2018
ლონდონში აქტივისტებმა გასაბერი ბუშტი გაუშვეს, რომელიც ტრამპს განასახიერებს - რას პასუხობს პრეზიდენტი?
ლონდონში ბრიტანელმა აქტივისტებმა ჰაერში მცირეწლოვანი ბავშვის 6-მეტრიანი გასაბერი ბუშტი გაუშვეს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განასახიერებს. აქცია დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში მიმდინარეობს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ბუშტს ტრამპის გაბრაზებული გამომეტყველება, მისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა და კანის ფერი აქვს. ხელში მას სმარტფონი უჭირავს.

ამგვარად აქტივისტებს ტრამპის ფეთქებადი ხასიათისა და სოციალური ქსელების მიმართ ინტერესისთვის ხაზგასმა სურდათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა ის ლონდონში
თავს არასასურველ სტუმრად გრძნობს, თუმცა ეს ვიზიტის გასაუქმებლად საკმარისი მიზეზი არაა.

„შეიძლება, თქვენ არ გიყვარდეთ, მაგრამ ახლა აშშ-ს პრეზიდენტი ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით