ტრამპმა ბრიტანულ სამეფო ეტიკეტს გვერდი აუარა - რა "შეცდომა" დაუშვა აშშ-ის პრეზიდენტმა? - კვირის პალიტრა

ტრამპმა ბრიტანულ სამეფო ეტიკეტს გვერდი აუარა - რა "შეცდომა" დაუშვა აშშ-ის პრეზიდენტმა?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 13 ივლისს ინგლისის დედოფალ ელისაბედს შეხვდა. შეხვედრისას ტრამპა ბრიტანულ ეტიკეტს გვერდი აუარა, რაც ბევრმა დედოფლის შეურაცხყოფად მიიჩნია.

უცხოურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ტრამპი დედოფალთან ერთად მოდის, მოულოდნელად მის წინ აღმოჩნდება, თითქოს მას ელოდება, თუმცა უკან მდგომს ვერ "ამჩნევს".

ამ ვიდეოს ბევრი უარყოფით გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მათ ტრამპის საქციელი არა მარტო დედოფლის, არამედ ბრიტანეთის შეურაცხყოფად ჩათვალეს.

იხილეთ ვიდეო