17-07-2018
კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპი, როგორც დოყლაპია, ისე გამოიყურებოდა.მისი თქმით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლა სამარცხვინო იყო.
"პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით. ჩემს თავს ვეკითხებოდი, როდის გამოართმევდით პუტინს ავტოგრაფს ან მასთან სელფის გადაიღებდით", - ნათქვამია არნოლდ შვარცნეგერის ვიდეომიმართვაში.
არნოლდ შვარცნეგერის აზრით, დონალდ ტრამპმა უღალატა ამერიკის დაზვერვას, მართლმსაჯულების სისტემასა და ქვეყანას მთლიანობაში.
"თქვენ აშშ-ს პრეზიდენტი ბრძანდებით. ასე არ
აღსანიშნავია, რომ არნოლდ შვარცნეგერი "რესპუბლიკური პარტიის" წევრია.
"ინტერპრესნიუსი"