კვიპროსის სანაპიროსთან 19 მიგრანტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

კვიპროსის სანაპიროსთან 19 მიგრანტი დაიღუპა

ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროზე გემი ჩაიძირა, რომელზეც 150 მიგრანტი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი. გემი სანაპიროდან, დაახლოებით, 30 კილომეტრის დაშორებით მაშინ ჩაიძირა, როდესაც სამანქანო განყოფილებაში წყლის შესვლა დაიწყო. 103 ადამიანი ნავებითა და თურქეთისა და კვიპროსის სანაპირო დაცვის ვერტმფრენებით გადაარჩინეს. მათ ადგილობრივი კერძო ნავებიც დაეხმარნენ.

გადარჩენილი ტურისტები თურქეთში გადაიყვანეს. სანაპირო დაცვის სამსახური 30-მდე ადამიანს ეძებს.