ვის უწოდა დონალდ ტრამპმა ფარისევლები?
21-07-2018
ვის უწოდა დონალდ ტრამპმა ფარისევლები?
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასაშუალებები, რომლებიც მას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში რბილი მიდგომის გამო აკრიტიკებენ, ფარისევლობაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მე მკაცრად მაკრიტიკებდა "ფეიკ ნიუსს" მედია, რომ ძალიან კეთილი ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან მიმართებაში. ადრე ამას დიპლომატიად მოიხსენიებდნენ. ხისტი და აგრსიული რომ ვყოფილიყავი, ზედმეტი სიმკაცრისთვის გამაკრიტიკებდნენ. გახსოვთ, როგორ ამბობდნენ ადრე, რომ კიმ ჩენ ინთან ზედმეტად ხისტი ვიყავი? ფარისევლები!" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

16 ივლისს ფინეთის
დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა. "რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და
დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით