მარსზე 20-კილომეტრიანი ტბა აღმოაჩინეს
25-07-2018
მარსზე 20-კილომეტრიანი ტბა აღმოაჩინეს
ისტორიაში პირველად მეცნიერებმა მარსზე თხევად ფორმაში წყლის არსებობის მტკიცებულებები მოიპოვეს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” წერს.
20-კილომეტრიანი ტბა პლანეტის სამხრეთ პოლუსთან მდებარეობს და ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. აღნიშნული ტბა მეცნიერებმა რადარ „მარსის“-ის საშუალებით დააფიქსირეს, რომელიც პლანეტათაშორის სადგურ “მარს-ექსპრესზეა” დამაგრებული.
აღსანიშნავია, რომ აქამდე NASA-ს ყველგანმავალ ”კურიოსიტის” მარსზე მხოლოდ დამშრალი ტბები ჰქონდა აღმოჩენილი, რაც იმას ამტკიცებდა, რომ მარსზე წარსულში წყალი არსებობდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით