სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს
27-07-2018
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს
სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს 2008 წელს საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის გამო, ბრალი წაუყენა.

სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა.

„ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ბრალი ედება იმაში, რომ სხვა პირებთან ერთად საკონსტიტუციო წესრიგი დაამხო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რომ რობერტ ქოჩარიანთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება იქნეს შერჩეული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია,
რომ გუშინ საგამოძიებო სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა ყოფილ პრეზიდენტს.

სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ.

ქუჩის აქციები ორგანიზებული იყო ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერების მიერ, რომელიც იმ დროს საპრეზიდენტო კანდიდატი
იყო.

სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად მაშინ რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით