"მზად ვართ პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვში მოვიწვიოთ, ასევე მზად ვარ ვაშინგტონში გავემგზავრო" - კვირის პალიტრა

"მზად ვართ პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვში მოვიწვიოთ, ასევე მზად ვარ ვაშინგტონში გავემგზავრო"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ მზად არის ვაშინგტონს ვიზიტით ეწვიოს.

"რაც შეეხება შეხვედრებს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სურს შემდგომი შეხვედრების გამართვა. მე მზად ვარ ამისთვის, მაგრამ საამისოდ შესაბამისი პირობებია საჭირო. მათ შორის მზად ვართ ჩვენს ქვეყნებში გავმართოთ ეს შეხვედრები. მზად ვართ პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვში მოვიწვიოთ. მე მას ეს ვუთხარი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკაში "ბრიქსის“ სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზაობა, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდეს.

"მზად ვარ ვაშინგტონში გავემგზავრო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მუშაობისთვის შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი“, - დასძინა მან.